მომსახურების პირობები
MVP-ის მონახაზი — ოპერატორის მონაცემები, მხარდაჭერის არხი და გადახდის პირობები უნდა დასრულდეს საჯარო კომერციულ გაშვებამდე.
მომსახურება
VADA ინახავს შენ მიერ შეყვანილ თარიღებს და ცდილობს ელფოსტის შეხსენებების დროულად გაგზავნას. მომხმარებელი პასუხისმგებელია თარიღების სისწორეზე და ვალდებულების შესრულებაზე. სერვისი არ არის იურიდიული ან საგადასახადო კონსულტაცია.
მიწოდება
ელფოსტა შეიძლება დაგვიანდეს, მოხვდეს სპამში ან ვერ მივიდეს. მნიშვნელოვანი ვალდებულებებისთვის გამოიყენე დამატებითი კალენდარიც. ბეტა-ვერსიას არ აქვს უწყვეტი ხელმისაწვდომობის გარანტია.
გეგმები
უფასო გეგმა მოიცავს 3 აქტიურ ვადას ელფოსტის შეხსენებით. ფასიანი გეგმები მოიცავს 100, 200 ან 500 აქტიურ ვადას; ფასი დამოკიდებულია შეხსენების არხზე. მიმდინარე ფასები. ამ ვერსიაში SMS გაგზავნა, რეალური გადახდა და ავტომატური ჩამოჭრა გამორთულია. დაბრუნების, განახლებისა და გაუქმების ზუსტი პირობები გამოქვეყნდება გადახდის გააქტიურებამდე.
დაშვებული გამოყენება
შეხსენება იგზავნება მხოლოდ ანგარიშის დადასტურებულ ელფოსტაზე. აკრძალულია სხვისი ანგარიშის გამოყენება, სპამი და სერვისის ბოროტად დატვირთვა.